Wednesday, April 18, 2012

კინოს ისტორია

კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს და ჩვენი მოვალეობაა, ცოტა რამ მაინც ვიცოდეს მის შესახებ


პარიზი კაპუცინების ბულვარი''გრან კაფეს'' საბილიარდო ''ინდური სალონი'' მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება

სწორედ აქ 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა''მეოცე საუკუნის სასწაულად წოდებული'' მეშვიდე ხელოვნება კინემატოგრაფი.

ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში
პირველი საჯარო ფასიანი კინოთეატრი რომლის ორგანიზატორებიც პირველი ლიონელი ფაბრიკატები ძმები;ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.ლუმიერებმა მაყურებელს მათმიერ შეკმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული''გაცოცხლებული ფოტოგრაფია ''წარუდგინეს''აპარტს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.

პირველი სიანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა.მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა კედელი,მატარებლის შემოსვლა,მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან,ბავშვის საუზმე,გაწუწული მებაღე.









ლუმიერები , თავდაპირველად კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ. არც კი უფიქრიათ, რომ გამოგონება ხელოვნების ახალი დარგი გახდებოდა.ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა.აქედან იწყება კინომატოგრაფის ტრიუმფალური სვლა.


ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, ჟ. მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის, მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ.


კინემატოგრაფის დაბადების ისტორია


 თუმცა ძმებ ლუმიერებამდე კინემატოგრაფის დაბადებას  ხანგრძლივი წინაისტორია ჰქონდა.უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცოხლის ერთ_ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება –მუდმივი მოძრაობა,ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში_დინამიკაში.ამ მცდელობის დასტურია ეგვიპთა ქურუმთა მიერ ''სასწაულების'' მოსახდენად გამოგონილი ოპტიკური აპარატები,სახელგანთკმული ჩინური''ჩრდილთა თეატრი'',ფრანგული''ჯადოსნური ფარანი''.მე_16_17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა კაცობრიობას საშუალება მისცა ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისტვის.


მე_17 საუკუნეშ გამოიგონეს ''ჯადოსნური ფარანი'' რომელიც უძრავი გამოსახულების პროექციას იძლეოდა სიბრტყეზე.მარტივად რომ ვთქვათ კინო თავის წარმოშობას ''ჯადოსნური ფარნის''პრინციპსა და მონეტალური ფოტოგრაფის ტექნიკას უნდა უმადლოდეს.



ადამიანის თვალის ბადურას გააცჰნია შესანიშნავი თვისება_გარკვეული დროითშეინარჩუნოს საგნის გამოსახულება..ამ უნარს პრესისტენცია ეწოდება.პრესისიტენციის მოვლენათა კვლევა მე_18 საუკუნის ბოლოს დაიწყეს.ამ გამოკვლევებისა და ცდბეის საფუძველზე ევროპაში მრავალრიცხოვანი ოპტიკური აპარატები და სათამაშოები შეიქმნა.


ბელგიელი მეცნიერი ჟოზეფ პლატო რომელიც 1832 წელს. მექანიკურ აპარატში ე.წ. ტაუმატროპში სხეულის მოძრაობას აკვირდებოდა და მათ ბუნებას იკვლევდა. 1852 წელს პლატომ ტექნიკურად გაუმჯობესებულ ხელსაწყოში ფენატისკოპში ნახატები გაუშვა. ამავე წელს ნახატები მოძრავი ფოტოგრაფიებით შეცვალეს.




1853 წელს პირველად ხდება მოჯრავი სურათების ეკრანზე ჩვენება.ამისთვის ევროპელებს''ჯადოსნური ფარნის''გახსენება მოუწიათ.იგი წარმოადგენდა კამერას რომელშიც იდგმებოდა სინათლის წყარო .მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ გამჭვირვალე სურათს სჰემდეგ ლინზისებურ სისტემას და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.




1870 წელს ჟიულ მარემ, პარიზის ჰოსპიტალის ექიმმა და ფიზიოლოგმა ფოტოგრაფიული თოფი გამოიგონა, რომელიც წამში ათ ფოტოს იღებდა. 1885 წელს მარემ პირველად ჩაატარა კინოგადაღება კოჭზე დახვეული ქაღალდის გრძელი ფირით და თავისი გამოგონება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა


კინომატოგრაფიიის აღმოსაჩენამდე თითქმის ერთი ნახტომიღა იყო დრჩენილი.საჭირო იყო ოპტიკური აპარატების ფოტოგრაფიასთან მისადაგება ,მაგრმა ამას ერთი საუკუნე დასჩირდა.მხოლოდ მე_19 საუკუნის60_იანი წლებისათვის მიაღწია კინემატოგრაფიამ მიზანს დაეჩირა გადასაღები ობიექტი მოძრაობაში ამის მიღწევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ედისონის სახელს(როგორც მას ეინშტეინმა უწოდა) ედისონი ინტერესდება მოძრავი ფოტოგრაფიით და თავის მოსწავლე უილიამ დიქსონთან ერთად იწყებს კინოაპარატის შექმანს.ედისონი ქმნის პერფორირებულ ფირს იმ სახით,რომელიც თითქმის უცვლელად შემორჩა დღემდე.ის უზრონველყოფდა ფოტოგრაფიის მაღალ ხარისხს,მოძრაობის ზუსტ დაფიქსირებას ფირის თანაბარი გადაადგილების მეშვეობით ,აადვილებდა ნეგატივის ბეჭვდას.


ედისონისა და დიქსონის კონსტრუირებული აპარატი წარმოადგენდა ედისონის მიერ გამოგონებული ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრამის კინოკამერასთან გაერთიანების ცდას.ექსპერიმენტები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა როცა ედისონი ევროპაში გაემგზავრა 1889 წლის მსოფლიო გამფენაში მონაწილეობის მისაღებად.როდესაც ამერიკიდან დაბრუნებული ედისონი თავის ლაბორატორიას ესტუმრა ჩაბნელებულ ოთახში ქაღალდის ფურცლის მეოთხედის ზომის ეკრანიდან თავად დიქსონი მიესალმა ქუდის მოხდით''გამარჯობათ! მისტერ ედისონ ,ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით.ვიმედოვნებ კმაყოფილი ხართ თქვენი კინოფონოგრაფით.''
ამრიგად 1889 წლის 6 ოქტომბეს ნაჩვენები იყო პირვლი ხმოვანი ფილმი.



ათასობით გამომგონებელი ეძებდა კინოს ჩვენების საიდუმლოს და მათ თითქმის ერთდოროულად მიაღწიეს მიზანს.ლუმიერების ნაცვლად კინომატოოგრაფიის აღმოჩენის საპატიო სახელით ისტორიაში შესვლის თანაბარი შანსი ჰქკონდათ:ინგლისელ პოლს,ფრანგ ანრი ჟოლის ,იტალიელ ფოლოტეო ალბერინის,ამერიკელ ლე როის,გერმანელ სკლადანოვსკის...მათგან ზოგიერთის მიერ ორგანიზებულმა კინოსეანსებმა რამდენიმე კვირით დააგვიანა,დანარჩენები ხარისხითა და შინაარსით მკვეტრად ჩამორჩებოდა ლუმიერების კინემატოგრაფს,რის გამოც მსოფლიოში გამოძახილი ვერ ჰპოვა.



ძმები ლუმიერები 

სწორედ ედისონის შემდეგ ჩნდებიან ძმები ლუმიერები რომელთა  წამოწყების წარმატებას ბნებრივია,მხოლოდ მათ იღბლიანობას და კომერციულ გამჭრიახობას ვერ მივაწერთ.ლუმიერბეის უმცროსმა ძმამ ლუიმ მოგვცა ფირის წყვეტილად მოძრაობის პრინციპი  და გრაიფერი რომელის ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოდა.გარდა ამისა ლუმიერების აპარატ სხვა უდიდესი უპირატესობანიც გააჩნდა :სხვა აპარატებთან შედარებით ეს იყო მსუბუქი,კარგად კონსტრუირებული,პორტატიული აპარატი,რომლეიც უბრალო სახელურბეის მეშვეობით მუშაობდა.
ლუმიერბეის კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი  გამოიწვია.ლაბორატორიული გამოკვლევების ხანა სრულდება. როცა ეკრანზე რამდნეიმე ფიგურა ერთად მოიყრიდა თავს ძნელი ხდებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ლუმიერების აპარატი კი კედელზე გაკრულ თეთრ ტილოზე ნატურალური სიმაღლის გამოსახულებებს აჩვენებდა. მათ მიერ გამოგონებულ ხელსაწყოს კინემატოგრაფი უწოდეს, ბერძნული სიტყვისგან "კინემა"- მოძრაობა, "გრაფოს" - წერა. 1895 წლამდე ლუმიერებს არავინ იცნობდა, თუმცა მათ გამოჩენისთანავე აჯობეს ტექნიკურ მიღწევათა ავტორს თომას ედისონს

იწყება კინომატოგრაფიის მეფობის ხანა.1896 წლის 4 მაისს ლუმიერების კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ_პეტერბურგში,ამავე წლის 26 მაის მოსკოვში,ხოლო 16 ნოემბერს თბილისში.ლუმიერების ფილმები ძირითადად''საოჯახო ალბომის ''პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისგან შედგებოდა. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ფილმს "ბავშვის საუზმე". ლუმიერების ყველა ფილმი ქრონიკულ რეპორტაჟად არის აღიარებული გამონაკლისია მხოლოდ "გაწუწული მებაღე". გარდა კომიკური ეფექტისა ამ სურათში სადადგმო და სახიობითი კინოს პირობოთობაა წარმოჩენილი და ამდენად, იგი მხატვრული ფილმის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ
კინემატოგრაფის მამამთავრის ლუი ლუმიერის აზრით,კინოაპარატი მხოლოდ ცხოვრბეის რეგისტრაციისთვის იყო შექმნილი.


კინემატოგრაფი იმ პერიოდისთვის მხოლოდ ატრაქციონი,მასობრივი სანახაობა იყო.მას ხანგრძლივი და რთული გზა ედო წინ,სანამ ხელოვნების სხვა დარგთა შორის სრულასოვან ადგილს დაიმკვიდრებდა.


კინემატოგრაფია ლუმიერების შემდგომ 






მალე მაყურებლისთვის აღარ იყო სასწაული მოძრავი კადრები. ლუმიერების კინემატოგრაფისადმი ინტერესის გაქრობამ ცხადყო, რომ კინოს არამხოლოდ ტექნიკოს     არამედ ხელოვანი სჭირდებოდა. სწორედ ასეთი ხელოვანი იყო ფოკუსების თეატრის მეპატრონე ჟორჟ მელიასი.


ჟორჟ მელიასმა აქტიურად გამოიყენა თავის კინოსურათებში თეატრის სპეციფიკა. თუმცა მას ზომიერების გრძნობამ უღალატა, ზედმეტად გაერთო კინოს თეატრალიზებით და უკვე XX საუკუნის დასაწყისში მის ფილმებს მაყურებელი აღარ ჰყავდა. მიუედავად ნაკლოვანებებისა, კინოხელოვნების განვითარებაში ჟორჟ მელიასმა მაინც მეტად დიდი როლი ითამაშა. მან ლუმიერების არასრულფასოვნება შეავსო.



 თანდათანობით კინოს ბიზნესმა უფრო და უფრო მოიხვეჭა სახელი. 1910 წლებში უამრავი კინოთეატრი გაიხსნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჰოლივუდის ვარსკვლავებს დიდ რეკლამებს უკეთებდნენ, მათზე დაბეჭდილი, სტატიები, ინტერვიუები თუ პოსტერები საკმაოდ პოპულარული იყო. ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი, ამერიკელი რეჟისორი დევიდ უორკ გრიფითი.'''ყოველთვის, როცა უყურებ დღევანდელ ფილმებს, იქ აუცილებლად არის რაღაც, რაც გრიფითთან დაიწყო",- აცხადებდა ალფრედ ჰიოჩკოკი. გრიფითს სამართლიანად უწოდებენ კინოს მართლწერის შემქმნელს. რადგან კინო მუნჯური იყო მიმიკას და სახეს დიდი ყურადღება ექცეოდა. გრიფითმა პირველმა გამოიყენა სახის ახლო კადრი და თქვა, რომ "სახე ადამიანის სულის გამომხატველია". იგი მთლიანი ხედის გადაღებას ამჯობინებდა სახე და გმირის განცდები გადაეღო. გრიფითის გადაწყვეტილებით ფილმების გადაღება ლოს-ანჟელესის სამხრეთ შემოგარენში დაიწყეს, სადაც ხელსაყრელი ჰავა და მზიანი დღეები იყო. გრიფითის მიერ ამორჩეული ადგილი შემდგომში ჰოლუვუდად იქცა.















მუნჯური კინო 


კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, თავდაპირველად უხმო კინო შედგებოდა ათასობით კადრისაგან, ანუ სურათისაგან რომლებიც რეგულარული პერიოდულობით იცვლება მაყურებლის თვალწინ. ყოველი კადრი მეხსიერებაში რჩება მანამ, სანამ ახალი არ გამოჩნდება. ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ განსხვავება კადრებს შორის არ შეიმჩნევა და მოძრავი გამოსახულება იქმნება. თუმცა კინოს გადაღებისათვის მხოლოდ სურათები არ კმარა. კინოს შექმნის საშუალება ხელოვანბეს შეექმნათ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ალვა ედისონმა პირველი კინოაპარატი შექმნა.(როგორც ზემოთ ვახსენეთ)




მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შექმნილა. როგორც უკვე ავღნიშნეთ ძმებმა ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა შექმნეს სინემატოგრაფი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე კინოს გაშუქება ხდებოდა. სიტყვა "სინემაც"(კინო) აქედან მომდინარეობს. მაშინ ფილმებს ძირითადად მხოლოდ ერთი წერტილიდან იღებდნენ. ნელ-ნელა ცნება კინო უფრო და უფრო ღრმავდებოდა.

 იმ დროის საუკეთესო რეჟისორმა ჟორჟ მელიესმა 1902 წელს გადაღებული ფილმით "მოგზაურობა მთვარეზე" მსოფლიო აღიარება მოიპოვა. http://www.youtube.com/watch?v=dxB2x9QzXb0&feature=player_embedded


1903 წელს ედვინ პორტერის მიერ გადაღებული ფილმი "ძარცვა მატარებელში" საკმაოდ მრავალფეროვანი და იმ დროისათვის შედევრული გამოდგა, რადგან კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველად მოხდა პარალელური მონტაჟის ტექნოლოგია, ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა.http://www.youtube.com/watch?v=V1zBkZuzvYg&feature=player_embedded


 ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი დევიდ უორკ გრიფითი,რომელმაც, შექმნა კინოხელოვნების სინტაქსი, გამოსახულების მონტაჟი და მრავალი მხატვრული ხერხი, რომელთა საშუალებით კინო მეათე მუზად და ხელოვნების მეშვიდე დარგად იქცა.მან პირველმა შემოიღო და დანერგა კინოინდუსტრიაში ახალი ხერხები: დაბნელება, დიდი ხედი, მოძრავი კამერის გამოყენება, ერთსა და იმავე სცენის სხვადასხვა მხრიდან გადაღება და სხვ. მისი ფილმები მსოფლიო შედევრებს მიეკუთვნება.

1916 წელს ნაჩვენები იყო გრიფითის ფილმი "შეუწყნარებლობა", რომლის სახვითი მხარეც შედევრად აღიარეს. ფილმი ოთხი კინომოთხრობისგან შედგებოდა. ყოველი ამბავი ნაწყვეტებად იყო გადმოცემული. "შეუწყნარებლობა" გრიფითის გენიალურ გამოგონებათა შემაჯამებელი ფილმია. ამ ფილმით იწყება კინოხელოვნება არამარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი კინემატოგრაფიული სამყაროსთვის.1916 წელს შეიქმნა ასევე მისი მუნჯური  ფილმი ,,მოუთმენლობა”.http://www.youtube.com/watch?v=vkyvaYtlEP0&feature=player_embedded



საშინელებათა ფილმები,რომლებიც მხატვრული კინოს ერთ_ერთი ჟანრია არსებობდა მუნჯური კინოს დროსაც,პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმი შეიქმნა 1896 წელს, ეს იყო ჟორჟ მელიესის სურათი „ციხე-დარბაზი ეშმაკითურთ“, რომლის მოქმედება გოთიკურ ციხე-კოშკში ვითარდებოდა.



პირველი კოცნა ტელეეკრანზე: 1896 წელს, მეი ირვინისა და ჯონ რაისის შესრულებით, ტომას ედისონის 30 წამიან ვიდეორგოლში „კოცნა“.
                                                    მუსიკა უხმო კინოში
კინოსთვის მუსიკის შექმნა იმ დროიდან დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ უხმო ფილმებს იღებდნენ. მაშინ კინოთეატრში როიალზე ან პიანინოზე ტაპერი, ანუ კინოს მუსიკალურად გამფორმებელი, სხვადასხვა პოპულარული მელოდიების ფრაგმენტებსა და იმპროვიზაციებს ასრულებდა. ტაპერები სახელგანთქმული კომპოზიტორებიც კი იყვნენ. მაგალითად, ამ საქმიანობით ირჩენდა თავს დიმიტრი შოსტაკოვიჩი. არაერთხელ უთქვამს, რომ ტაპერობა შემდგომში კინომუსიკის შექმნაში ძალიან გამოადგა. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ჩარლი ჩაპლინი თავად წერდა მუსიკას საკუთარი უხმო ფილმებისთვის.მუნჯური, ანუ უხმო კინოს დროსაც კი მუსიკა აუცილებელი იყო, მის გარეშე ფილმი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა და სწორედ მუსიკა აძლევდა სიღრმეს.კინომუსიკა ადამიანში უამრავ ემოციას იწვევს. მას შეუძლია, მაყურებელი შეაშინოს, დაამშვიდოს, აყვიროს, გაუღვივოს სითბოს ან სიძულვილის გრძნობა. ამავე დროს, მუსიკას შეუძლია, თავგზა აგვიბნიოს, თუკი მისი მოსმენით გამოწვეული მოლოდინი ფილმის მსვლელობისას არ გამართლდება ან, პირიქით – წინასწარ გაამჟღავნოს, როგორ განვითარდება კინოისტორია. თუ ერთხელ მაინც ვნახავთ ფილმს მუსიკის (და არა ხმის გარეშე) გარეშე, ხშირ შემთხვევაში ის ნაკლებად ღრმად და ორგანზომილებიანად მოგვეჩვენება, თითქოს მაყურებელსა და მოქმედებას შორის ემოციური კავშირი გაწყდა.

     მსახიობები და რეჟისორები, რომლებსაც            უხმო კინომ მსოფლიო აგიარება მოუტანა

კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისმა გმირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს უამრავი მაყურებელი მოხიბლეს.

უხმო კინოს უდიდესი გენიოსია ჩარლი ჩაპლინი.
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე.http://jazzmena.wordpress.com/2010/03/16/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A8/

 მისი საოცარი მიმიკითა და ჟესტიკულაციით 
უსაზღვრო გრძნობებსა და ემოციებს აფრქვევდა ეკრანიდან. მისი "მაწანწალა" იყო ერთდროულად
მოწყენილი, მოხერხებული და საზრიანი. მისი სიტყვებია: "მაშინაც კი როდესაც თავშესაფარში ვცხოვრობდი ანდა
ქუჩაში დავეხეტებოდი და სარჩოს დავეძებდი, თავს მსოფლიოს უდიდეს მსახიობად ვთვლიდი. ეს რწმენა,
რომელიც ჩემს ტავდაჯერებულობას ემყარებოდა, არასოდეს გამნელებია. ამ რწმენის გარეშე ადამიანს
უსათუოდ დამარცხება ელის."http://charliechaplinslife.blogspot.com/






















მუნჯური კინო,თეატრი, პოლიტიკა



კინოხელოოვნებას აქტიურად იყენებდნენ  ის პიროვნებები ვისაც სურდათ თავიანთი იმიჯის ფორმირება,ისინი ახდენდნენ იმიტირებას კინომსახიობების საკომუნიკაციო ტექნიკისა.რითაც აღწევდნენ პოპულარობას  და ხალხის სიყვარულს.


ფრანგ  პოლიტოლოგ როჟე-ჟერარ შვარცენბერგს  მოჰყავს მუნჯური კინოს ვარსკვლავების, რუდოლფ ვალენტინოს და გრეტა გარბოს მაგალითი.იტალიური წარმოშობის რუდოლფ ვალენტინომ ახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "აპოკალიფსის ოთხი მხედარი" ("The Four Horsemen of the Apocalypse", 1920) ანდაც "შეიხი" ("The Sheik", 1921), სადაც შექმნა ე.წ. latin lover-ის, ანუ მაცდუნებლის სრულყოფილი სახე და, შესაბამისად, მოიპოვა არნახული პოპულარობა განსაკუთრებით ქალბატონთა შორის.თამამად შეიძლება ითქვას, რომ მილიონობით ადამიანის მიერ გაღმერთებული კინომსახიობი ჩინებულად ფლობდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: აშშ-ს ტერიტორიაზე ის გადაადგილდებოდა მისთვის საგანგებოდ დამზადებული მატარებლით პირადი დაცვის თანხლებით.მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდგომ კი საფუძველი დაედო მისი სახელის აღზევებას ნამდვილი მითის დონეზე რუდოლფ ვალენტინოს დასაფლავებამ ნიუ იორკში ნამდვილი ისტერია გამოიწვია - 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ქალაქის ქუჩებში დაკრძალვის ცერემონიის სანახავად, ხოლო რამდენიმე ქალბატონმა სასოწარკვეთილებისგან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მუნჯურმა კინომატოგრაფიამ უდიდესი როლი შეასრულა ასევე გრენტა გარბოს იერის შექმნაში,როდესაც ის პირველად ჰოლივუდში გამოჩნდა მას იმ დროის უმსხვილესი პროდიუსერი ლუის ბ. მეიერი მას არც მეტი, არც ნაკლები "ჩრდილოელ მსუქან ძროხად" მოიხსენიებდა.თუმცა შემდგომ თავი იჩინა იმიჯმეიკერთა ინტუიციამ. ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოგრაფმა არნოლდ გენტმა მოახდინა გარბოს მეტამორფოზა,აქედან იწყება დაიწყო გრენტა გარბოს იმიჯი,როგორც ენიგმატური და ამავე დროს ინტელექტუალური ქალისა.აქედან მოყოლებული  იგივე ლუის ბ. მეიერი მსახიობს ფილმში 250 ათას დოლარს უხდის,მას მეტსახელად "Divine" ("ღვთაებრივი")_საც უწოდებდნენ.




 კინომატოგრაფიას იყინებდნენ ასევე პოლიტიკოსებიც თავიანთი იმისჯის შექმნის მიზნით ეს ხდებოდა როგორც მუნჯური კინოს დროს ასევე მეტყველი ფილმების გამოჩენის პერიოდშიც.
ამასთან დაკავშირებით  ფრანგმა პოლიტოლოგმა როჟე-ჟერარ შვარცენბერგმა თავის წიგნში "სახელმწიფო-სტექტაკლი"გაატარა პარალელი კინემატოგრაფსა და პილიტიკას შორის..ეს წიგნი აღწერს თუ რატომ მოხდა კინოსა და პოლიტიკის ერთმანეთთან ასე მჭიდრო დაკავშირება,პოლიტიკოსები,რომელთა წმინდა პოლიტიკურ საქმიანობას ნაკლები ყურაღება ექცეოდა,პოპულარობისთვის უპრო მეტი დრო დაუთმეს თავიანთი ცხოვრბეის ინტიმურ დეტალებს,რაშიც მათ  კინო დაეხმარათ.ამასთანავე თანდათან ჩნდებოდნენ კინომსახიობები რომელთაც ბედი პოლიტიკურ ასპარეზზე  .ამ პროცესის პიონერი თავდაპირველად ბროდვეისა და შემდგომ კი ჰოლივუდის მსახიობი ჰელენ გაჰაგენ დაგლასი გახლავთ. 1944 წელს მან კენჭი იყარა კონგრესში და მოგვევლინა პირველ კალიფორნიელ ქალბატონად, რომელიც არჩეულ იქნა კაპიტოლიუმში დემოკრატიული პარტიიდან.თვალსაჩინო დიპლომატიური კარიერა გააკეთა შირლი ტემპლმა, რომელსაც 1935 წელს, შვიდი წლის ასაკში სპეციალური ოსკარიც კი ერგო (Academy Juvenile Award), როგორც იმედისმომცემ ბავშვ-მსახიობს. 1960-ანი წლების ბოლოს რესპუბლიკური პარტიის თვალსაჩინო აქტივისტი შირლი ტემპლი, მივლინებულ იქნა პრეზიდენტ ნიქსონის მიერ აშშ-ს წარმომადგენლად გაერო-ში http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-02-13/13946
როგორც პოლიტიკოსებმა ასევე მსახიობებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ გზით თავიანთ საქმიანობაში.




ქართული კინოხელოვნების ისრტორია
http://filmcommission.ge/site/index.php?lang=ge&page=12



ქართული კინოხელოვნების ისტორია მე_20  საუკუნის დამდეგიდან იწყება. „ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. .პირველად ლუმიერების  საპროექტო აპარატი შეიძინეს 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ,ამის შემდეგ მათ დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  გასტროლების მოწყობა ეს იყო დასაბამი გაცნობოდა ქართველი მაყურებელი კინოხელოვნებას.

პირველი კინოსტაციონარი  ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა 1904 წელს ოდისელი კომერსანტის სოფია ივანიცკაიას მიერ  სახელწოდებით ''ილუზიონი''


     1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.
     
1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი უხმო  მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
   
1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 1923–1938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
   

1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), „სურამის ციხე“ (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), „მოძღვარი“ (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას “შაქირი” (”როტე ფანე”).



   ქართული მუნჯური კინოს ისტორიიდან ერთ_ერთი უხუცესი ფილმია ''ჩემი ბებია ''რომელი რეჯოსორმა კოტე მიქაბერიძემ გადაიღო 1925 წელს.მუსიკა ფილმისთვის დაწერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ბეტ კასტერმა.როდესაც ამ ფილმის ჩვენება მოხდა კინოთეატრ ''ამირანში'' ბეტ კასტერი სპეციალურად ჩამოვიდა თავის 6 წევრიან ჯგუფთან ერთად.

არსებობის დღიდან ქართულ კინოში 1000–ზე მეტი მხატვრული ფილმია შექმნილი.
http://www.useug.com/kartfilm.html

ქართული უხმო კინოს  ვარსკვლავი
ნატო ვაჩნაძე ის იყო ქართული საბჭოთა პერიოდის კინოს მეგავარსკვლავი მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა.ის იქცა ქართული კინოს ლეგენდად,მან ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვი საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.http://ka.wikipedia.org/wiki/ნატო_ვაჩნაძე. უამრავიი ცობები დ ამასალები მოიპოვება მის ბიოგრაფიაზე მის ჩანაწერებსა და ფილმებზეhttp://burusi.wordpress.com/cinema/nato-vachnadze/.არსებოსბს ასევე ჩანაწერები  თუ როგრიი დმაოკიდებულა ჰქონდათ მის მიმართ რეჯისორებს, მწერლებს,ისტორიკოსებსhttp://burusi.wordpress.com/2010/06/16/nato-vachnadze-13/




21_ე საუკუნის მუნჯური კინო
ზუსტად არავინ იცის თუ რატომ მოიხიბლა ჰოლივუდი ფარნგული წარმოების ''არტისტით'',მაგრამ ოსკარებამდე დიდი ხნით ადრე ექსპერტების უმრავლესობა გამარჯვებას მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა.კინოკონკურსიბეის დაწყებისთანავე მას ამრეკულმა მედიამ დაუძლეველი ,შეუჩერებელიც კი უწოდა.
  

 არტისტში მოვლნები ჰოლივუდის 20_იანი წლების უხმო კინოს ვარსკვლავის ჯორჯ ვალენტინის ისრგვლივ ვითარდება.მის ფანებს შორისაა პეპი მილერი ,ახლაგაზრდა ქალბატონი ,რომლეიც ეპიზოდური როლების მოპოვებასაც კი გაჭირვებით ახერხებს.ჯორჯ ვალენტინთან ფილმში შესრულებული ერთი ცეკვის შემდეგ მისი ფოტოები გაზეთებში მოხვდება და უსაფუზვლო ჭორების საბაბი გახდება,რაც მას წარმატების მიღწევაში ყველაზე დიდი ბიძგს აძლევს ,მილერი ჰოლივუდის ერთ _ერთი წამყვანი ვარსკვლავი გახდება ,ვალენტინის ბედი კი სულ სხვა გზით წარიმართება.ხმოვანი კინოს შემოსვლისთანავე ვალენტინის პოპულარობა იკლებს,ფანებიც მალე დაივიწყებენ,ის კოტრდება ლოთდება და უკიდურეს გაჭირვებაში იწყებს ცხოვრებას,თუმცა  პეპი მილერისგან დახმარებას მაინც არ იღებს სიამაყის გამო.
    

 არტისრტის რეჟისორი მაიკლ ჰაზანავიჩუსი ამბობს რომ ეს არის სიყვარულის ისტორია და 20_30_იანი  წლების ჰოლივუდური ლეგენდა საკმაოდ მარტივი მორალით,რომლეიც პოპულარობის გამო ადამიანისთვის მახის დაგებაში გამოიხატება.ფილმი ძალიან მსუბუქია და თითქოს ერთ ამოსუნთქვაში მთავრდება.კინოკრიტიკოსების აზრით ამ ფილმის წარმატბეის გასაღები შეიძლება მთავარი როლის შემსრულებელი ჟან დუჟარდენის  ძალზე  გამომსახველი სახე,შარმი და ჰოლივუდური ღიმილი იყო.
ამერიკის ერთ_ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოკრიტიკოსი,როჯერ იბერტი ფილმის ღირსებაზე საუბრისას თავშეკავებულად ამბობს,რომ არტისტი საუკეთესო იქნება შობაზე თელევიზიით საჩვენებლად,ან რომელიმე სხვა სადრესასწაულო სეზონზე ,რადგან მას უნივერსალური ენა აქვს და ყველა ასაკის მაყურრებელს ეხმაურება.

კინოკრიტიკოსებმა ფილმს არა ერთი მაღალი შეფასება მისცეს.2011 წელს გამართული კანოს კინოფესტივალის ფარგლებში ჟან დუჟარდენი წლის საუკეთესო მსახიობ მამკაცად აღიარეს.ფილმი ნომინირებული იქნა ექვს ოქროს გლობულილ ჯილდოზე ,საიდანაც სამი მიიღო_საუკეთესო მხატვრული ფილმის ,საუკეთესო მუსიკის და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში.1927 წელს ოსკარზე წარდგენილი ''ფრთების'' შემდეგ ეს არი პირვლეი მუნჯური ფილმი,რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურაhttp://www.youtube.com/watch?v=Tl7vP3ndik0&feature=fvst